გარი კასპაროვი კბენის გამო აღარ დასაჯეს

გარი კასპაროვი კბენის გამო აღარ დასაჯეს

რუს ოპოზიციონერს და მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონს ჭადრაკში გარი კასპაროვს სახლში გაუშვებენ. სასამართლომ მის წინააღმდეგ საქმე შეწყვიტა.

17 აგვისტოს გარი კასპაროვი და მისი მეგობრები ხამოვნიჩესკის სასამართლოს წინ Pussy Riot-ის დაკავებას აპროტესტებდნენ, როდესაც სამართალდამცავებმა აქციის მონაწილეების ეზოდან ძალით გაყვანა სცადეს. ერთ-ერთი პოლიციელის განცხადებით, წინააღმდეგობის გაწევისას გარი კასპაროვმა პოლიციელს ხელზე უკბინა და მის წინააღმდეგ  რუსეთის ფედერაციის კოდექსის  მუხლით 20.2  „მიტინგების, აქციების და დემოსტრაციების დროს დადგენილი წესების დარღვევა“ აღძრეს საქმე. თუმცა მოსამართლე ეკატერინა ვეკლიჩმა კასპაროვი დარბაზიდან გაათვისუფლა.

მსოფლიო ჩემპიონი სასიამოვნოდ გაკვირვებული დარჩა მოსამართლის გადაწყვეტილებით და ამ ფაქტს რუსეთის სასამართლოს „მნიშვნელოვანი პრეცენდენტი“ უწოდა და აღნიშნა, რომ „ეს ყველაფერი გადასახარშია“.