გამოკითხული რესპონდენტების 51% მიიჩნევს, რომ საქართველოში მოვლენები სწორი მიმართულებით ვითარდება. ამის შესახებ "Greenberg Quinlan Rosher"-ის კვლევაშია ნათქვამი.
კითხვაზე – "თქვენს პირად ეკონომიკურ მდგომარეობაზე ფიქრისას, თქვენი აზრით, მომავალი 12 თვის მანძილზე, თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდება, გაუარესდება თუ იგივე დარჩება?", შედეგები ასე გადანაწილდა: მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება - 5 %, მეტნაკლებად გაუმჯობესდება - 32%, იგივე დარჩება - 42%, მეტნაკლებად გაუარესდება – 11%, მნიშვნელოვნად გაუარესდება – 5%, არ ვიცი/უარი პასუხზე – 4%.
აღსანიშნავია, რომ ჯამში ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას ელოდება 38%, გაუარესებას კი მხოლოდ - 16% .
კვლევა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დაკვეთით ჩატარდა. შედეგებსაც სწორედ ისინი აქვეყნებენ.
ცნობისთვის, გამოკითხვა მთელი საქართველოს მასშტაბით, 1-6 აგვისტოს პერიოდში ჩატარდა და სულ 1 500 ადამიანი გამოიკითხა.