საარჩევნო სუბიექტებმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საარჩევნო კამპანიის ფონდის დაფინანსებაზე თანხმობის წერილები წარუდგინეს. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში სულ 11 თანხმობის წერილი შემოვიდა. სუბიექტების ჩამონათვალი, რომელთაც საარჩევნო კამპანიის ფონდის დაფინანსებაზე თანხმობა განაცხადეს შემდეგნაირია: „თავისუფლება ზვიად გამსახურდიას გზას“, „ქართული დასი“, „თავისუფალი საქართველო“, „ახალი მემარჯვენეები“, „ქრისტიან- დემოკრატიული მოძრაობა“, საარჩევნო ბლოკი „ბიძინა ივანიშილი - ქართული ოცნება“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „საქართველოს ლეიბორისტული პარტია“, „საქართველოს ევროპელი დემოკრატები“ და ეროვნულ დემოკრატიული პარტია“.
ცნობისთვის, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ თანახმად, (მუხლი 56, პუნქტი I იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტის არჩევნების დროს საარჩევნო სუბიექტი გადალახავს 5 პროცენტიან ბარიერს, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთჯერადად ღებულობს არა უმეტეს 1,000,000 ლარისა, აღნიშნულ თანხაში შედის სატელევიზიო რეკლამის ხარჯებისთვის მიზნობრივად განსაზღვრული 300,000 ლარი. (საარჩევნო სუბიექტი დაფინანსებას, საარჩევნო კამპანიის დროს გაწეული ხარჯების თაობაზე წარდგენილი ინფორმაციის შესაბამისად მიიღებს, საარჩევნო კოდექსის 57-ე მუხლით გათვალისწინებული ანგარიშის წარდგენის შემდეგ).