ალექსანდრე ანქვაბი კოდორის ხეობისთვის განსაკუთრებულ სტატუსს ითხოვს

ალექსანდრე ანქვაბი კოდორის ხეობისთვის განსაკუთრებულ სტატუსს ითხოვს

აფხაზეთის დეფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ალექსანდრე ანქვაბმა ეკოლოგიისა და ბუნების დაცვის სახელმწიფო კომიტეტის ხელმძღვანელს რომან დბარს დავალება მისცა- კოდორის ხეობისთვის განსაკუთრებით დაცული ტერიტორიის სტატუსის მინიჭების შესახებ.

კოდორის ხეობაში არსებულ სიტუაციას,  სოხუმმა სპეციალური სხდომა მიუძღვნა. ანქვაბის განცხადებით, „ ასეთი ღია საუბარი მას აქამდე არ მოუსმენია“.

გულრიფშის რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა თემურ ეშბამ სიტუაციას, რომელიც კოდორის ხეობაშია, „აღმაშფოთებელი“ უწოდა. მისი აზრით, მხოლოდ ხეობაში შესვლის და გასვლის კონტროლის გამკაცრებამ შეიძლება შეცვალოს სიტუაცია. „საჭიროა, სანადირო თოფის შეტანაც კი აიკრძალოს ხეობაში“-აღნიშნა ეშბამ.

ალექსანდრე ანქვაბის განცხადებით, საინტერესოა, საიდან და რა გზით ხვდებიან ხეობაში ბრაკონიერები, მაშინ როდესაც ქვეყნის მთავარ ეკოლოგს იქ საშვის გარეშე არ უშვებენ.

„რა შეეხება ტურისტულ მარშრუტებს, უნდა გაირკვეს ვინ აძლევს ტურისტებს ტერიტორიაზე შესვლის საშუალებას. მე აუცილებლად მკაცრად მოვთხოვ პასუხს მათ, ვინც ამ საკითხებს კურირებს“,-განაცხადა დეფაქტო პრეზიდენტმა და ძალოვან სტრუქტურებს ხეობის მკაცრი კონტროლისკენ მოუწოდა.