„თავისუფალმა საქართველომ“ გურიაში პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დაასახელა.
პარტიის სახელით ოზურგეთში კენჭს კახა ბურჯალიანი იყრის, ლანჩხუთში მინდია კეჭაყმაძე; ჩოხატაურში კი თავისუფალი საქართველოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი - გუბაზ მეგრელიძე იქნება.
მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენის პარალელურად, შეხვედრა პარტიის აქტივთან გაიმართა. „თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარემ შეხვედრაზე პარტიის პროგრამის პრიორიტეტებზე ისაუბრა.
მან ყურდღება ქვეყანაში წინა საარჩევნოდ შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება ყველა მეთოდს მიმართავს, რათა არჩევნებში მიაღწიოს სასურველ შედეგს და ოპოზიციას სრულფასოვანი საარჩევნო კამპანიის ჩატარების საშუალება არ მისცეს.
„ხელისუფლების დამარცხების ერთადერთი წინაპირობა ძირითადი ოპოზიციური ძალების გაერთიანება და კოორდინირებული მოქმედებაა“, - განაცხადა მან.
კახა კუკავამ გამოსვლისას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ პარტია მზადაა რეალურ ოპოზიციასთან ერთიან მაჟორიტარობის კანდიდატებზე შეთანხმებისთვის.