რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთის დეფაქტო რესპუბლიკის დამოუკიდებლად აღიარების მე-4 წლისთავზე ოსი დეპუტატები ქვეყნის არსებულ მდგომარეობაზე საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ კარგი იქნება ქვეყანამ საკუთარი ბიუჯეტის 50%-ის ფორმირება მაინც შეძლოს.
„სამწუხაროდ, ჩვენ ბევრი დრო გავუშვით ხელიდან, რადგან ამ ოთ წელიწადში მეტის მიღწევაც შეიძლებოდა. უნდა გაგვერკვია, ვის ხარჯზე აპირებდა რესპუბლიკა ცხოვრებასა და შენებას. თითოეულმა მოქლაქემ უნდა განსაზღვროს თავისი ადგილი ჩვენს ქვეყანაში.
უნდა გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ ჩვენი ბიუჯეტის 50%-ით ფორმირება მაინც შეგევძლოს. ამისათვის კი, ჩვენი რესპუბლიკის სწრაფი ინვენტარიზაციაა საჭირო. აუცილებელია ჩვენ ახალგაზრდობას მივცეთ საშუალება, ახალ პროფესიებს დაეუფლოს. მინდა, რომ ყურადღება მიექცეს ჩვენს ენერგოდამოუკიდებლობას, რადგან არსებული რესურსები საშუალებას იძლევა საკუთრი ელექტრონერგიით დავკმაყოფილდეთ და პერსპექტივაში, მისი ექსპორტიც შევძლოთ“,-აცხადებს დეპუტატი.