საინფორმაციო სააგენტო „ინფო9“ -ს ცნობით, დღეს დილით სამტრედიაში მძიმე ტექნიკით დატვირთული მატარებელი გამოჩნდა. რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე სამხედრო პირებიც იმყოფებოდნენ.
სააგენტოს ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო გამოეხმაურა. როგორც უწყებაში აცხადებენ, სამინისტროს 3T-ს კონცეფციიდან გამომდინარე, რომლის ერთ-ერთი კომპონენტი ტოტალური წვრთნაა, ჯარი მუდმივი წვრთნის რეჟიმში იმყოფება.
ამჟამად დასრულდა წვრთნები და ჯარი დისლოკაციის ადგილს უბრუნდებოდა. მძიმე ტექნიკის დაბრუნება შეუძლებელია მატარებლის გარეშე აცხადებენ უწყებაში.
სამინისტროს ინფორმაციით, ხონის ბრიგადა საარტილერიო დანადგარებით ორფოლოს პოლიგონზე წვრთვნების გასავლელად მიემართება.
სამინისტრო მოუწოდებს ყველას შეწყვიტოს ინსინუაციები ქართული ჯარის მიმართ და მოუწოდებენ მედია საშუალებებს არ შეიყვანონ საზოგადოება შეცდომაში და ინფორმაციის გავრცელებამდე გადაამოწმონ ის სამინისტროს შესაბამის უწყებაში.