ლევან ბერძენიშვილი: „ღია დემოკრატიის კომიტეტი“ სააკაშვილის მოწვევით იმყოფებოდა საქართველოში

ლევან ბერძენიშვილი: „ღია დემოკრატიის კომიტეტი“ სააკაშვილის მოწვევით იმყოფებოდა საქართველოში

კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრი ლევან ბერძენიშვილი აცხადებს, რომ  ორგანიზაცია, „ღია დემოკრატიის კომიტეტი“ , როგორც ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, არც ორი დღის წინ შექმნილი ორგანიზაციაა და არც ივანიშვილის ან სააკაშვილის საკუთრებას წარმოადგენს და From.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ორგანიზაცია  საქართველოში ადრეც იმყოფებოდა და თანაც მიხეილ სააკაშვილის მოწვევით.

„ხელისუფლება საუბრობს ასე იმიტომ, რომ მათ არ მოეწონათ ამ ორგანიზაციის განცხადება და ნამუშევარი. ეს ორგანიზაცია არც ივანიშვილის და არც სააკაშვილის საკუთრებას არ წარმოადგენს. „ღია დემოკრატიის კომიტეტი“ ნამდვილად იმყოფებოდა საქართველოში, თანაც სააკაშვილის მოწვევით.  ხელისუფლების წარმომადგენლებს არა მარტო „ღია დემოკრატიის კომიტეტი“, არ მოსწონთ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტიც“,-აღნიშნავს ბერძენიშვილი.

ბერძენიშვილის განცხადებით, ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ  ყველა ვინც გააკრიტიკებს სააკაშვილს, ის ან აგენტია ან ივანიშვილის მოსყიდული. „ ჩვენ არასოდეს გვქონია ეუთო-ს მიმართ პრეტენზიები, მაგრამ კულტურის მინისტრმა საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს  სულელი უწოდა, ჩვენ ადრე გაერო და იუნესკო-ც მოგვწონდა, მაგრამ როცა სააკაშვილს ბაგრატის ტაძართან დაკავშირებით, რაღაც ხუშტურები გაუჩნდა, გამოაცხადა, რომ იუნესკო ძეგლთა დაცვასა და ხელოვნების საკითხებში ვერ ერკვევა“,-აცხადებს კოალიციის წევრი. 

ლევაბ ბერძენიშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ტყუიან იმიტომ, რომ ისინი თავისი უსაქციელობის გამო, კედელთან არიან მიყენებული და  ისინი ვერ აკონტროლებენ იმას, რასაც ლაპარაკობენ.

„რაც შეეხება“ ღია დემოკრატიის კომიტეტს“, ის  რამდენიმე წელიწადია არსებობს, რა თქმა უნდა, არ არის ისეთი, როგორიც არის საშუალო სიდიდის ამერიკული ორგანიზაცია, მაგრამ არც ისე პატარაა, როგორც მიხეილ სააკაშვილს ან მის წარმომადგენლებს შეიძლება მოეჩვენოთ“,-აცხადებს ბერძენიშვილი.