კოალიცია "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი და საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დავით უსუფაშვილი პეკინის ქუჩაზე საერთო საცხოვრებელში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა.
შეხვედრაზე დავით უსუფაშვილმა დევნილების ყოფით პრობლემებზე, მათ ღირსეულ ყოფაზე გაამახვილა ყურადღება და ადგილობრივ მოსახლეობას საარჩევნო გეგმა გააცნო. მაჟორიტარობის კანდიდატი მათ "ქართული ოცნების" გამარჯვების შემდეგ მშვიდობიან და ღირსეულ ქვეყანაში ცხოვრებას დაჰპირდა.
„დევნილები ის ადამიანები არიან, რომლებიც ძალიან ძვირფასები და დაფასებულები უნდა იყვნენ სახელმწიფოს მხრიდან, რადგან ისინი საკუთარ სამშობლოში დევნილების სტატუსით ცხოვრობენ“, - განაცხადა მან.
დავით უსუფაშვილმა იმ დაპირებებზე ისაუბრა, რომელიც აღნიშნულ კორპუსში მცხოვრებმა დევნილებმა ხელისუფლებისგან მიიღეს, თუმცა დღემდე არ შესრულებულა და დევნილებს კვლავ გაუსაძლის პირობებში უწევთ ცხოვრება.
შეხვედრაზე საუბარი ქვეყნის მშვიდობიან, სტაბილურ განვითარებას და თითოეული ადამიანის კეთილდღეობასაც შეეხო.