იაპონიას ძლიერი ქარიშხალი უახლოვდება

იაპონიას ძლიერი ქარიშხალი უახლოვდება

იაპონიის კუნძულ ოკინავას ბოლო პერიოდში ერთ-ერთი უმძლავრესი ტროპიკული ციკლონი უახლოვდება.

რიგით მე-15 ქარიშხალი „ბოლავენი“ საათში 15 კილომეტრის სისწრაფით მიიწევს იაპონიისკენ, ქარის სიჩქარე კი საათში 215 კილომეტრს აღწევს.

ექსპერტების ვარაუდით, ის იაპონიის კუნძულს ხვალ დაატყდება თვას. მსგავსმა ქარიშხალმა „ნაბიმ“ 2005 წელს 20 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.