კოალიცია „ქართული ოცნების“ ცნობით, „ოცნების“ კარდაკარის შედეგებით ფოთში 41 ათასი ამომრჩეველი არ არის. ამასთან დაკაავშირებით კოალიცია განცხადებას ავრცელებს.
„როგორც ცნობილია კოალიცია ,,ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნებამ” მთელი ქვეყნის მაშტაბით განახორციელა კარდაკარის პროგრამა. ფოთის მაჟორიტარი კანდიდატის ეკა ბესელიას საარჩევნო შტაბს უკვე აქვს ამ პროგრამის შედეგები, რაც არ ადასტურებს ფოთში 41 000 ამომრჩევლის არსებობას“, - აღნიშნულია განცხადებაში.
აღნიშნულ თემაზე და მთლიანად კარდაკარის პროგრამის შედეგებზე ,,ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნების” ფოთის მაჟორიტარი კანდიდატი ეკა ბესელია ბრიფინგს გამართავს.
ბრიფინგი დღეს, 14:00 საათზე გაიმართება.