დღეიდან ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის სახელმწიფო კომისია იმ ამომრჩეველთა სიას გამოაქვეყნებს, რომლებიც 2009 წელს რეგისტრაციის მისამართიდან მოხსნის გამო სამოქალაქო რეესტრმა ამომრჩეველთა სიიდან ამოიღო.
როგორც კომისიის თავმჯდომარემ, მამუკა კაციტაძემ განაცხადა, ასეთი 78 714 მოქალაქეა და აღნიშნა, ასდუკ-ის გადაწყვეტილებით, მათ შესახებ ინფორმაციას დღეიდან გამოაქვეყნებენ.
„ასდუკ-ის გადაწყვეტილებით მათი მონაცემები ამომრჩეველთა ერთიან სიაში ისევ შევა. კონკრეტულ პიროვნებებს შეეძლებათ მოძებნონ საკუთარი თავი პირადი ნომრით და გვარით და გამოგვიგზავნონ დადასტურებული ინფორმაცია, რომ ის აქტიური ამომრჩეველია", – აღნიშნა კაციტაძემ.
მისივე თქმით, ცესკომ უკვე დაიწყო საუბნო-საარჩევნო კომისიებისათვის კედლის სიების დაბეჭდვა.
„ამ დროისთვის კომისია მოქალქეთა განცხადებებს სწავლობს. მოქალაქეთა მხრიდან შემოსული 56 369 განცხადებიდან 19 448 უკვე დამუშავებულია“, - დასძინა მან.