გუბაზ სანიკიძე: 200 ნაძირალა 3 მილიონ ადამიანს კისერზე გვაზის და სისხლს გვწოვს

გუბაზ სანიკიძე: 200 ნაძირალა 3 მილიონ ადამიანს კისერზე გვაზის და სისხლს გვწოვს

პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გუბაზ სანიკიძე ქუთაისში გამსახურდიას ქუჩის მაცხოვრებლებს შეხვდა. სანიკიძე მოსახლეობას კოალიცია „ქართული ოცნების“ სამომავლო გეგმებზე ესაუბრა და სიტყვით მიმართა.

მისი თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლები არჩევნებამდე თაგვებივით არიან გასუსულები და ელოდებიან, როდის დასრულდება არჩევნები, რომ თითოეულ ჩვენგანს სული ამოგვხადოს.

„ხელისუფლების 200 ნაძირალა 3 მილიონ ადამიანს კისერზე გვაზის და სისხლს გვწოვს. ხედავთ, რომ ბოლო ორი დღეა, საერთაშორისო თანამეგობრობა ჩვენ გვიჭერს მხარს. „ნაციონალური მოძრაობის“ პრეს-პიკერი ჩიორა თაქთაქიშვილი გამოვიდა და სასაცილო ფრაზა თქვა: „კოალიცია „ქართული ოცნება“ ახლა უკვე ევროპის და ამერიკის მოსყიდვას ცდილობსო, რაც მათ სიბრიყვეზე მიუთითებს“, - განაცხადა სანიკიძემ.