იძულებით გადაადგილებულმა პირებმა მაჟორიტარობის კანდიდატთან ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის აუცილებლობასთან ერთად, იმ გაუსაძლის საყოფაცხოვრებო და სოციალურ პრობლემებზე ისაუბრეს, რა გარემოშიც უწევთ სასტუმრო „კოლხეთში“ ცხორება.
„ მე აქ პირველად არ მოვსულვარ, კარგად ვიცი მათი პრობლმები, მახრჩობელა კომუნალური ტარიფების გამო გაუსაძლისია მათი ყოფა. სახელომწიფო ხომ სასაცილო დახმარებას აძლევს ყოველთვიურად, 22 ლარით არ შეიძლება იცხოვროს დღეს საქართველოში ადამიანმა. ყველაზე ცუდ დღეში დღეს ხელისუფლებას დევნილები ჰყავს. არ შეიძლება ასე ექცეოდეს სახელმწიფო ისეც გატანჯულ ადამიანებს . გპირდებით , „ქართული ოცნება“ ასეთ გაუსაძლის ყოფას დაასრულებს ოქტომბერში და აფხაზეთში დაბრუნებამდე მათ ღირსეულ ცხოვრებას უზრუნველყოფს დაანრჩენი საქართველოს ნებისმიერ წერტილში“_ განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.
ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატმა დევნილებთან დაკარგულ ტერიტორიებთან მიმართებაში „ქართული ოცნების“ გეგმასა და მოძმე აფხაზებთან შერიგების აუცილებლობაზე ისაუბრა. მანამდე კი დევნილებს, ისევე როგორც ყველა ჩუღურეთელს ღირსეულად ცხოვრებას დაპირდა.