ეკვადორის ხელისუფლების განცხადებით, ისინი არ აპირებენ WikiLeaks-ის დამფუძნებლის ჯულიან ასანჟის ლონდონში ეკავდორის საელჩოდან და ბრიტანეთიდან მალულად გაყვანას.
„ჩვენ „სუფთა თამაშის“ წესებით თამაში გვსურს. ჩვენ არასოდეს შევეცდებით, გავიყვანოთ ასანჟი საელჩოდან „დიპლომატიური ფოსტით“ ან მივანიჭოთ მას სპეციალური პასპორტი“,-აცხადებს ეკვადორის საელჩოს თანამშრომელი.
The Guardian-ის ინფორმაციით, კი ეკვადორის ხელისუფლება აცხადებს, რომ ასანჟს საელჩოს შენობაში უმდენ ხანს შეუძლია იჯდეს, რამდენიც უნდა, “თუნდაც ორი საუკენე“,-წერს გაზეთი.
WikiLeaks-ის დამფუძნებელი ჯულიან ასანჟის ლონდონში ეკვადორის საელჩოში 2012 წლის ივნისის შემდეგ იმყოფება. მან ეკვადორს თავშესაფარი სთხოვა, რადგან ეშინია, რომ ბრიტანეთი მას შვეციას გადასცემს, რომელიც თავის მხრივ ექსტრადირებას გაუკეთებს ამერიკაში, სადაც მას საიდუმლო მასალების გამჟღავნებაში დასდებენ ბრალს.