ცაგერის „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატმა სერგო ხაბულიანმა „ინფო9“-ის ჟურნალისტების დანახვაზე განაცხადა, რომ ესენი არ არიან ის ადამიანები, ვისაც მე უნდა ველაპარაკო.
„მე თქვენთან მოვედი, ესენი ჩემი ჟურნალისტები არ არიან, არც სახელმწიფო არის, რატომ უნდა ველაპარაკო მე მათ. რა ქცევის ნომრებია? უტიფრად არ უშვებენ კამერას. გავჩერდები მაშინ და ხმას არ ამოვიღებ. ესენი არ არიან ის ადამიანები, ვისაც უნდა ველაპარაკო. დაგვტოვონ ამათმა და მაშინ გავაგრძელებ საუბარს.“,-აცხადებს ხაბულიანი.
ჟურანლსიტის შეკითხვაზე, რატომ უნდა დატოვონ შეხვედრის ადგილი ჟურნალისტებმა,რა ლაპარაკობენ ისეთს, ხაბულიანმა განაცხადა, რომ „ფულის ჟურნალისტებს“ ის არ დაელაპარაკებოდა.
„თქვენ შეგნებულად გიხდით ფულს ერთი პარტია და იმიტომ დადიხართ აქ. თქვენ ხართ „ფულის ჟურნალისტები“, თქვენ არ ხართ ჟურნალისტები, ამიტომ არ დაგელაპარაკებით“,-განაცხადა ხაბულიანმა.