მათ, ვისაც რუსეთში ცხოვრება და მუშაობა სურს, 2013 წლიდან რუსულ ენაში გამოცდის ჩაბარება მოუწევს. ამის შესახებ ვლადიმერ პუტინმა, პრეზიდენტად არჩევნის შემდეგ, ქვეყნის მომავალ კონცეფციაზე საუბრისას განაცხადა. ეს კანონი რუსეთის ფედერაციის საემიგრაციო სახელმწიფო პოლიტიკაში ჩაიდო და საკანონმდებლო ცვლილება 2012 წლის ბოლოს განხორციელდება, 2013 წლის იანვრიდან კი კანონი ამოქმედდება.
მიგრანტებს, რუსული ენის გამოცდის გარდა, გამოცდის ჩაბარება რუსეთის ისტორიაშიც მოუწევთ.