საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად თორნიკე გორდაძე დაინიშნა.
თორნიკე გორდაძე პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა დღეს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის თანამშრომლებს წარუდგინა.
მან ყოფილ მინისტრს გიორგი ბარამიძეს, გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა, ხოლო ახალ მინისტრს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.
გიორგი ბარამიძემ დაკავებული თანამდებობა 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიზნით დატოვა.
თორნიკე გორდაძე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე 2010 წლის 25 ივნისიდან მუშაობდა და ევროკავშირთან ურთიერთობების მიმართულებას ხელმძღვანელობდა.