კოალიცია „ქართული ოცნების“ გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატის მამუკა არეშიძის სოფელ ჯანდარის მოსახლეობასთან შეხვედრისას, სოფლის რწმუნებული ელხან მიხტიევი მივიდა და ადგილობრივების დაშლა სცადა. ინციდენტის მიუხედავად, არეშიძის და სოფლის მოსახლოების შეხვედრა მაინც შედგა.
სოფლის მაცხოვრებლების განცხადებით, მათ მთავარ პრობლემას წყალი, მიწა და ბუნებრივუი აირი წარმოადგენს.
„ზოგიერთს 100-150 ჰექტარი მიწა აქვს და ხალხს ერთი ჰექტარიც არ აქვთ. პრობლემაა კიდევ სარწყავი წყალი, რომელიც 1 ჰექტარზე 75 ლარია და მოსახლეობა ვერ იხდის“,-აცხადებს ადგილობრივი მაცხოვრებელი, ტახირ შამანოვი .
მამუკა არეშიძის განმარტებით, მოსახლეობა შეშინებულია იმიტომ, რომ გამგებელს შეუძლია მათ სოციალური პირობები შეუზღუდოს. „თუმცა, განწყობა პოზიტიურია იმ თვალსაზრისით, რომ მოსახლეობას ცვლილებები უნდა“,-აცხადებს არეშიძე.