ექიმი ნანა გულბანი ბაღდათის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს და კურორტ “საირმის” თანამფლობელს თემურ კოხოძეს პარტიული ნიშნით სამსახურიდან დათხოვნაში ადანაშაულებს.
„თემურ კოხოძის უშუალო პატრონაჟით ხდება ყველაფერი. ისე განვითარდა სიტუაცია, რომ ყველაფერი, რაც ჩემს თავზე დატრიალდა, კოხოძის დამსახურებაა. ასე უთქვამს, მაგი ოპოზიციონერი ყოფილა და წავიდეს კბილაშვილმა უშოვოს სამსახურიო“,-აცხადებს გულბანი.
თემურ კოხოძე აღნიშნულ ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ ეს ფაქტი მან პირველად გაიგო.
„ვერაფერს ვერ ვიტყვი ამის შესახებ მე არ ვარ ექიმების უფროსი. პირველად გავიგე, ნანა გულბანი ძალიან დიდი ხანია არ მინახავს“,-აცხადებს კოხოძე.