კოალიცია „ქართული ოცნების“ რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზვიად ძიძიგური მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს.
„ჩემი კისრიდან ამოღებული ფულით ღებავს სააკაშვილი რაღაცეებს. 1000-ლარიანი ვაუჩერებს რომ არიგებენ და გატყუებენ, თვეში 22 ლარი გამოდის 4 წელზე თუ გადავანაწილებთ. ჩვენ რითიც ვართ უკმაყოფილო იმაზე ვლაპრაკობთ“,-აცხადებს ძიძგური.
შეხვედრაზე „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდმჭერებიც მივიდნენ, რომელთაც შეხვედრის ჩაშლა სცადეს. ერთ-ერთი ქალბატონის განცხადებით, მას ძალიან მოსწონს სააკაშვილი, რადგან როდესაც ოპერაცია დასჭირდა, მას „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 5000 ლარი გადაურიცხა.
„ქალბატონო, თქვენი კმაყოფილებით არ განისაზღვრება ქვეყნის ბედნიერება. წყალი ჩვენი არ არის და დენი, რითი ხართ ბედნიერი. ესენი ნაციონალების დაქირავებულები არიან, ეხლა მივლენ და მადლობას ეტყვიან მათ, ამბობენ, რომ მათ 50 ლარს უხდიან ამისთვის“,-ამბობდნენ ძიძიგურთან შეხვედრაზე მისული მოქალაქეები.
ძიძიგურის განცხადებით კი, რუსთავს ბიძინა ივანიშვილისნაირი მენეჯერი სჭირდება. და თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ივანიშვილი პრემიერმინისტრად მოსვლას აპირებს, რუსთავისთვის არჩევანი ძალიან ადვილი გასაკეთებელია.