„ამ დროისთვის ჩვენ დასრულებული გვაქვს ჩრდილოკავკასიის მიმართულებით ძირითადი სამუშაოები, ეს სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთსაც ეხება“,-განაცხადა რუსეთის ფედერაციის საზღვრის დაცვის ხელმძღვანელმა ვლადიმერ პრონიჩევმა.
მან ვლადიმერ პუტინს დაწვრილებით მოახსენა კავკასიაში მრავალეშელონიანი საზღვრის დაცვის სისტემის მშნებლობაზე მიმდინარე პროცესების შესახებ.
პრონიშევის განცხადებით, სამხრეთ ოსეთში დაცვის სისტემის მშენებლობა დასრულებულია და მხოლოდ საინჟინრო შეიარაღება რჩება. „ამრიგად, შეიქმნება მრავალეშელონიანი საზღვრის დაცვის სისტემა რუსეთის განაპირა მხარეებში. შეიარაღება იქნება უმაღლესი სამხედრო ტექნიკით. იქნება მფრინავი აპარატები, ღამის მხედველობის აპარატები, ტელევიზორები და ა.შ განსაკუთრებით დიდ ყურადღებას დავუთმობთ ჩრდილოკავკასიის მიმართულებას, სადაც სამუშაოები სექტემბრისთვის უნდა დასრულდეს და საიდანაც რუსეთს შესაძლო საფრთხე შეიძლება დაემუქროს“,-განაცხადა რუსეთის საზღვრის დაცვის უფროსმა.