შეწყალების სახელმწიფო კომისის თავმჯდომარის ელენე თევდორაძის განცხადებით, დღევანდელ სხდომაზე კომისიამ სულ 206 პატიმრის საქმე განიხილა აქედან, სასჯელის სრულად მოხსნის რეკომენდაცია 100- ზე მეტმა პატიმარმა მიიღო.
თევდორაძის თქმით, დადებითი რეკომენდაცია 14 ქალზე და ერთ არასრულწლოვანზე გაიცა.
„მხოლოდ ერთ არასრულწლოვანს ჰქონდა დადებითი რეკომენდაცია. ამავე დროს, მას სასჯელის ნახევარი ჰქონდა მოხდილი. დანარჩენ 8-ს კი, სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან უარყოფითი რეკომენდაციები ჰქონდათ, რის გამოც მათ უარი ეთქვათ“ - განაცხადა თევდორაძემ.
სხდომის შემდეგ, სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა აღნიშნა, რომ 15 შემთხვევაში კომისიამ პატიმრებს სასჯელის განახევრების რეკომენდაცია მისცა.
შეწყალებული პატიმრები სასჯელაღსრულების დაწესებულებებს 28 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულზე დატოვებენ.