საჩხერეში ბერა ივანიშვილის საკონცერტო პლაკატები ჩამოხიეს. ამის შესახებ ინფორმაცია „ინფო 9“ -მ გაავრცელა.
დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებმა, ბერას საკონცერტო პლაკატები გაანადგურეს. ეს ინციდენტი კონცერტამდე 5 საათით ადრე მოხდა.
დასუფთავების სამსახურის თანამშრომელთა განცხადებით,მათ ეს დავალება რაიონის გამგებლისაგან,ზურაბ ცერცვაძისგან, მიიღეს იმ არგუმენტით, რომ პლაკატები ქალაქის იერსახეს ამახინჯებდა.
საჩხერის მოსახლეობა აღშფოთებულია მომხდარი ფაქტის გამო, მათი განცხადებით, ყველაზე ადვილად დასამორჩილებელ ხალხს დაავალეს პლაკატების ჩამოხევა.
„ამ პლაკატზე არც პოლიტიკური მოწოდოდებაა და არც „ნაციონალური მოძრაობის“ საწინააღმდეგოდ მიმართული რამ. უბრალოდ კონცერტის რეკლამაა, რომელიც ხალხს მოუწოდებს, მივიდნენ კონცერტზე.
ჩვენ მოვუწოდებთ ყველას,მსგავსი ინციდენტის შენიშვნის შემთხვევაში, არავის ჩამოახევინონ ის პლაკატები,რომელიც ქალაქის იერსახეს კი არ ამახინჯებს, არამედ ხალხს ადამიანობისაკენ მოუწოდებს“-აცხადებს საჩხერის მოსახლეობა.
შეგახსენებთ,რომ დღეს საჩხერეში 8 საათზე ბერა ივანიშვილის პირველი სოლო კონცერტია დაგეგმილი.