პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თინათინ ხიდაშელი იორმუღანლოს სოფელების თულარის, კაზლაროს და მუღანლოს მოსახლეობას შეხვდა.
ხიდაშელი მოსახლეობის პრობლემებით დაინტერესდა. სოფლების მთავარი პრობლემა მიწის საკუთრება აღმოჩნდა, კერძოდ, მოსახლეობის განცხადებით, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა განუცხადეს, რომ მიწები, რომლებიც მესაქონლეობისთვის სჭირდებოდათ მათი საკუთრება არ იყო და გაიყიდა.
ხიდაშელმა მოსახლეობას კოალიციის სოფლის განვითარების პროგრამა გააცნო და არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, მიწების დაბრუნებას და კერძო საკუთრების ხელშეუხებლობას დაპირდა.
დეპუტატობის კანდიდატმა იორმუღანლოში მომხდარი ინციდენტის შედეგად, დაკავებული აქტივისტების ოჯახის წევრებიც მოინახულა.