უცნაური ფობიების ჩამონათვალი

უცნაური ფობიების ჩამონათვალი

ალბათ თითოეულ ჩვენგანს  განუცდია  და იცის რა არის შიში. მისი ერთ-ერთი სახეა ფობია, არაფისგან წარმოქმნილი ვიღაცის, ან რაღაცის შიში. როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, ფობია წარმოიშობა ცარიელ ადგილას ყოველგვარი ნების, სურვილისა თუ ხილული მიზეზების გარეშე. ყველაზე დიდი მიდრეკილებას ფობიებისადმი მგრძნობიარე, ემოციურად დაუცველი, ინტელექტუალურად განვითარებული ადამიანები ამჟღავნებენ. ფობიებს ძალიან ბევრი ადამიანი უჩივის, მათი უმრავლესობა უცნაურია. მაგალითად: ფობოფობია არის შიშის შიში. ქოულროფობია კი, კლოუნების შიში, რომელიც ძალიან გავრცელებული ფობიაა აშშ-ში.  

ალბუტოფობია არის ბანაობის შიში, რომელიც უმეტესად ბავშვობის დროინდელ ფსიქოლოგიურ ტრავმასთან არის დაკავშირებული. აუტოფობია (ან მონოფობია) კი, საკუთარი თავის შიშს ნიშნავს. ამის სახესხვაობად შეიძლება ჩაითვალოს საკუთარ თავთან მარტო დარჩენის შიში, თუმცა ამ ფობიის სპექტრი გაცილებით ფართოა, ამ ფობიის ყველაზე ცუდი სიმპტომი ისაა, რომ ვისაც ეს ფობია სჭირს კარგავს საკუთარი თავის ნდობას, მისთვის ძნელია გაერკვეს სადაა რელობა და სად წარმოსახვა.

ნომოფობია არის მობილურის არქონის შიში.  დიდ ბრიტანეთში ჩატარებულმა გამოკითხვამ გამოავლინა, რომ მოსახლეობისა 53 %, რომელიც მობილურით სარგებლობს ამ ფობიითაა შეპყრობილი.

გთავაზობთ გავრცელებული უცნაური ფობიების მცირე ჩამონათვალს:

აკაროფობია - ფხანის შიში.
ალეკტოროფობია - ქათმების შიში.
ალლიუმფობია - ნივრის შიში.
ანგლოფობია - ზიზღი ყველაფერი ინგლისურის მიმართ.
ანუპტაფობია - დაუქორწინელბად დარჩენის შიში
არაქიბუტიროფობია - არაქისის კარაქის სასაზე მიკვრის შიში
ატელოფობია - არასრულყოფილობის, ნაკლებობის შიში.
აუროფობია - ოქროს შიში
ბიბლიოფობია - წიგნების შიში, სიძულვილი.
გენოფობია, ცოიტოფობია - სექსუალური სიახლოვის შიში.
გერონტოფობია - დაბერების შიში, ან მოხუცი ხალხის ძულვილი.
ეფებოფობია, ეფებიფობია - თინეიჯერების შიში.
ემეტოფობია - გულისრევის შიში
ალბუტოფობია - აბაზანის მიღების შიში
ბიფობია - ბისექსუალების ზიზღი.
სომნიფობია - ძილის შიში.
სოციოფობია - შიში ან ზიზღი საზოგადოების ან საერთოდ ხალხის.
სქოლიოფობია - სკოლის შიში.
მაგეიროკოფობია - საჭმლის მომზადების შიში
ბიბლიოფობია- წიგნების შიში.
ესოფობია - სახლში ყოფნის შიში.
სელენოფობია - მთვარის შიში.
ფილოფობია -სიყვარულის შიში.
პედოფობია - ბავშვების შიში.
ცატოპტროფობია - სარკის შიში.
ნიქტოფობია,ლიგოფობია - სიბნელის შიში
ემეტოფობია - გულისრევის შიში
გეფიროფობია - ხიდების შიში
გინოფობია - ქალების შიში