კალიფორნიის გუბერნატორმა ჯერი ბრაუნმა ხანძრის გამო ტეხამას, შასტასა და პლუმასის შტატებში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
ხანძარი 22 აგვისტოს ლასენ-ვოლკანიკის ეროვნულ პარკში გაჩნდა და შემდეგ დანარჩენ ტერიტორიებსაც მოედო. ამჯერად იწვის 27 ჰექტარი მიწა. დაახლოებით 3 000-მდე ადამიანი ევაკუირებულია ტეხამისა და შასტას რეგიონებიდან, 200-ზე მეტი ადამიანი ეროვნული პარკის სიახლოვიდან.
საინფორმაციო საშუალებები მსხვერპლის შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებენ.