მიხეილ სააკაშვილი ჭიათურას სანდრა ელისაბეტ რულოვსთან ერთად ესტუმრა და სოფელ სვირში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
პრეზიდენტის განცხადებით, მალე სოფელს განახლებული სკოლა ექნება, უახლოეს პერიოდში ჭიათურამდე მისასვლელი გზა შეკეთდება, ხოლო პროგრამის „წყალი ყველა სოფელს“ ფარგლებში სააკაშვილი ადგილობრივ მოსახლეობას წყალსადენის სისტემის უზრუნველყოფას დაპირდა. სააკშვილმა მოსახლოებასთან ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტების შესახებაც ისაუბრა.
პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყანა ყველა მაჩვენებლით წინ მიიწევს, ხოლო უმთავრესი ამოცანაა, რომ ამ წინსვლამ ყველა ოჯახში შეაღწიოს.