ინდოეთსა და პაკისტანში მუსონური წვიმენის შედეგად გამოწვეულმა წყალდიდობებმა, 40 ადამიანი იმსხვერპლა.
ინდოეთის ჩრდილოეთით მდებარე შტატ რაჯასტანში 30 ადამიანი წყალდიდობამ იმსხვერპლა, რომლის მსგავსიც ბოლო 30 წელიწადია ადგილობრივ მაცხოვრებლებს არ ახსოვთ. დაახლოებით 200 000 ადამიანი იძულებული გახდა, საცხოვრებელი დაეტოვებინა.
ბოლო მონაცემებით, დაახლოებით 24 ადამიანი გარდაიცვალა პაკისტანში. მოვარდნილმა წყალდიდობამ ისინი საკუთრი სახლების ნანგრევების ქვეშ ჩამარხა.