6-7 სექტემბერს შერატონ მეტეხი პალასში   მთავრობათაშორისი კონფერენცია „თბილისი+35“   ჩატარდება

6-7 სექტემბერს შერატონ მეტეხი პალასში მთავრობათაშორისი კონფერენცია „თბილისი+35“ ჩატარდება

 

6-7 სექტემბერს შერატონ მეტეხი პალასში საქართველოს მთავრობის ორგანიზებით მთავრობათაშორისი კონფერენცია „თბილისი+35“  გარემოსდაცვითი განათლება მდგრადი განვითარებისათვის ჩატარდება.

კონფერენციაში მონაწილეობას  სხვადასხვა ქვეყნიდან    400-ზე მეტი დელეგატი და 70 მდე უმაღლესი რანგის სტუმრები (პრემიერ მინისტრები, გარემოს დაცვის მინისტრები, ექსპერტები) მიიღებს.

„საქართველოს მთავრობის ორგანიზებით, თბილისში ჩატარდება თბილისი+35. თბილისი გარემოსდაცვითი განათლების მემკვიდრეა მთელ მსოფლიოში. ჩვენ ველოდებით უმაღლესი რანგის (სხვადასხვა ქვეყნის პრეზიდენტები, პრემიერ-მინისტრები, გარემოს დაცვის მინისტრები, ექსპერტები) კონფერენციის მონაწილეებს. ამით ხაზს ვუსვამთ იმ გარემოებას, რომ თანამედროვე მსოფლიომ გარემოსდაცვით განათლებაზე საუბარი პირველად დაიწყო თბილისში. რასაც შედეგად მოყვა 1977 წლის თბილისის დეკლარაცია.

ჩვენ ვაგრძელებთ ამ ისტორიულ მემკვიდრეობის საერთაშორისო ხაზგასმას. მუშაობა დაწყებულია, შექმნილია შესაბამისი ჯგუფები. განსაკუთრებით მინდა თქვენი ყურადღება მივიქციო ერთ მნიშვნელოვან დეტალზე კონფერენციას აქვს ბარკოდი, რომლსაც ლოგოსთან ერთად ნახავთ ყველგან, სმარტფონი შეგიძლიათ მიმართოთ ბარკოდზე და ავტომატურად მოხვდებით თბილისი+35 პორტალზე. ასევე კონფერენცის პროცესში დიდი მნიშვნელობა აქვს მოხალისეების ჩართვას. ჩვენ შევარჩიეთ სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები, რომლებმაც სურვილი გამოთქვეს მოხალისეებად მონაწილეობა მიეღოთ. მათზე ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული." - განაცხადა გოგა ხაჩიძემ

პროექტის პარტნიორები არიან გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაცია

 ორი დღის განამვლობაში მოწვეული სტუმრები გარემოს დაცვის მინისტრთან გოგა ხაჩიძესთან  და მინისტრის მოადგილეებთან ერთად შეიმუშავებენ თბილისის კომუნიკეს, რომელიც  „მდგრადი განვითრებისთვის განათლების გლობალურ სტრატეგიას“განსაზღვრავს.

6 სექტემბერს კონფერენციას ოფიციალურად საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გახსნის.

 კონფერენციის მიზანია კიდევ ერთხელ გააჟღეროს თბილისში 1977 წელს გამართული გარემოსდაცვითი განათლების კონფერენციის პათოსი და მოუწოდოს ქვეყნებს გარემოსდაცვითი განათლების განხორციელებისაკენ მდგრადი განვითარების მისაღწევად.

კონფერენციაზე დასწრებისათვის ქართველი და უცხოელი ჟურნალისტები აკრედიტაციას გაივლიან.