ჯასტინ ბიბერმა „სიმპსონები“ ერთ-ერთი ეპიზოდი გახმოვანა და ამის შესახებ გულშემატკივრებს, საკუთარ მიკრობლოგზე უამბო. „სიმპსონების“ წარმომადგენელმა ეს ინფორმაცია ოფიციალურად მალევე დაადასტურა.
ცნობილი ამერიკული მულტსერიალის ეპიზოდს, რომელსაც ჯასტინი ახმოვანებს The Fabulous Faker Boy -ჰქვია. სიუჟეტის მიხედვით ჯასტინის გმირი ცდილობს „ტალანტშოუს“ კონკურსზე მოხვედრას.
როდის იქნება ნაჩვენები ეს ეპიზოდი ჯერჯერობით უცნობია. მულტსერიალის ახალი სეზონი ეთერში სექტებრიდან გავა.
მულტიპლიკაციურ სერიალში „სიმპსონები“ ხშირად იწვევენ ცნობილ ადამიანებს. ერთ-ერთი ბოლო ვარსკვლავი, რომელიც მულტსერიალში გამოჩნდა პოპშემსრულებელი ლედი გაგა იყო.