ხონში „ქართული ოცნების“ 64 წლის აქტივისტი დააკავეს

ხონში „ქართული ოცნების“ 64 წლის აქტივისტი დააკავეს

ხონში კოალიცია "ქართული ოცნების" აქტივისტი 64 წლის მიხეილ ბახტაძე დააკავეს. ამის შესახებ „ქართული ოცნების" ხონის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ნიკა სანოძემ განაცხადა.

 მისი თქმით, ბახტაძის დაკავება კოალიციის ხონის შტაბის ორგანიზებით ადგილობრივ პოლიციასთან გამართულ აქციაზე მოხდა. 


„აქციის მსვლელობისას გავიარეთ ქუჩები, პოლიცია, სასამართლო და როცა უკან ვბრუნდებოდით, პოლიციის კორდონი დაგვხვდა. გვეჭიდავნენ, რომ პოლიციაში შევეყვანეთ, თუმცა სხვებმა თავის დაცვა შევძელით, ერთი ჩვენი აქტივისტი კი დააკავეს", - განაცხადა  მან.