კინოკომპანია Warner Bros-ი შონ პენს ახალ ფილმზე მუშაობას სთავაზობს. თუ კომპანიამ მსახიობთან შეთანხმებას მიაღწია, ფილმი „Crazy for Storm“, პენის ხუთწლიანი პაუზის შემდეგ პირველი ფილმი იქნება, რომელზეც იმუშავებს.
ფილმი „Crazy for Storm“ ამერიკელი მწერლის ნორმან ოლსტედის მემუარებზე იქნება დაფუძნებული.
წიგნი Crazy For The Storm: A Memoir Of Survival 2009 წელს გამოქვეყნდა. სცენარი წიგნის მიხედვით დაწერა უილ ფეტერსმა, რომელიც სცენარის ავტორია ფილმებისა „Remember Me“ და „The Lucky One“. პენი ახალ ფილმზე იმუშავებს, როგორც რეჟისორი მასში თამაშს კი, არ აპირებს.
ბოლო ფილმი, რომელიც შონ პენიმ გადაიღო იყო „Intro the Wild“ (2007). ფილმი წარდგენილი იყო „ოსკარის“ ორ ნომინაციაზე, თუმცა რეზულტატში კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდო არ აუღია.
მართალია შონს ხუთი წელია არაფერი, გადაუღია, მაგრამ ამ ხნის განმავლობაში მას თავად იღებდნენ სხვა, ცნობილი რეჟისორები. 2010 წელს შონმა ერთ-ერთი მთავარი როლი ითამაშა ტერენს მალიკის დრამაში „სიცოცხლის ხე“, 2011 წელს კი, პაოლო სორენტინოს ფილმში „სადაც არ უნდა იყო“ პენსიონერი როკმომღერალი განასახიერა.