საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, ხატია დეკანოიძე პედაგოგებზე ზეწოლის ფაქტებს კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს,რომ გავრცელებული ინფორმაცია,წინასაარჩევნოდ პედაგოგების დაშინებასთან დაკავშირებით,სიმართლეს არ შეესაბამება.
„მე საქართველოს მასშტაბით ვხვდები პედაგოგებს და დანამდვილებით გეტყვით, რომ არანაირ დაშინებაზე საუბარი არ არის. მე მათგან ვისმენ არსებულ პრობლემებს. სექტემბრიდან ჩვენ არაერთ ცვლილებასა და სიახლეს შევთავაზებთ პედაგოგებს", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ და აღნიშნა ისიც, რომ შეხვედრების დროს საუბარი პოლიტიკასა და არჩევნებზე ნამდვილად არ მიმდინარეობს.
გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი დირექტორის,მაია მიმინოშვილის, გუშინ გავრცელებული განცხადება კი, დეკანოიძის ნათქვამს უარყოფს.
მიმინოშვილის განცხადებით,მასწავლებელი, პირველ რიგში, საარჩევნო ხმად და სახელისუფლებო რესურსად განიხილება, ხოლო დაშინებული პედაგოგების მიერ მიღებული გადაწყვეტილება და დამსხვრეული განათლების სისტემა, მისივე თქმით, დაუყოვნებლივ უნდა აღმოიფხვრას.