აზერბაიჯანელი ახალგაზრდები „ქართული ოცნების“ გარდაბნის ორგანიზაციას  შეუერთდნენ

აზერბაიჯანელი ახალგაზრდები „ქართული ოცნების“ გარდაბნის ორგანიზაციას შეუერთდნენ

აზერბაიჯანული ეროვნების ახალგაზრდები „ქართული ოცნების“ ორგანიზაციას შეუერთდნენ. ორგანიზაციის შტაბის უფროსის გელა ხუციშვილის განმარტებით, რუსთავის აქციის შემდეგ ძალიან ბევრი მოდის და ორგანიზაციაში წევრიანდება.

„დღეს დაახლოებით 20-მდე ახალგაზრდა მოვიდა და ორგანიზაციაში გაწევრიანდა. ეს განსაკუთრებით კარგია, რადგან ისინი კარგად ფლობენ ქართულს. მოსახლეობის დიდი ნაწილი ქართულად ვერ ლაპარაკობს, რუსულად ცუდად საუბრობს და თანაც, ძალიან დაშინებულები  არიან, ამიტომ მათთვის მშობლიურ ენაზე ლაპარაკი უმჯობესია. ჩვენ ინტერნაციონალური ჯგუფების შექმნას ვიწყებთ“,-განაცხადა ხუციშვილმა.