ცნობილი ამერიკელი მსახიობი დუეინ ჯონსონი დიდ პოლიტიკაში წასვლას აპირებს და არ გამორიცხავს, რომ მომავალში შეიძლება, ერთ-ერთ, ძლიერ პოლიტიკურ პირად მოგვევლინოს.
მისი უფროსი კოლეგისგან არნოლდ შვარცენეგერისგან განსხვავებით ის, დაბადებიდან ამერიკის მოქალაქეა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ მას კენჭის ყრა საპრეზიდენტო არჩევნებზეც შეუძლია. „მაქვს შანსი ჩემი მიზნების შესახებ, ფართო საზოგადოებას გავაგებინო. დარწმუნებული ვარ, მალე დადგება ის დღე, როდესაც დიდ პოლიტიკაში წავალ. გამიმართლა, რომ ვარ „ძირძველი“ ამერიკელი ვარ და თავისუფლად შემიძლია მისი პრეზიდენტიც გავხდე“,-განაცხადა ერთ-ერთ ინტერვიუში დუეინმა.
შეგახსენებთ, დუეინ ჯონსონის ბოლო ფილმია,- „მოგზაურობა 2: მისტიური კუნძული“ (Journey 2: The Mysterious Island), სადაც ის ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს. მის ფილმოგრაფიაშია ფილმები: Faster“, „Fast Five“, „The Other Guys“, „Mummy Returns“, „Gridiron Gang“, „The Rundown“, „The Rundown“, „Get Smart“, „Tooth Fairy“, „The Other Guys“...