საპარლამენტო უმრავლესობის წევრის შოთა მალაშხიას შეფასებით, დღეს ერთიან ნაციონალურ მოძრაობას გაცილებით უკეთესი მდგომარეობა აქვს, ვიდრე 2008 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს ჰქონდათ როდესაც 59% აიღეს.
„ჩვენი მდგომარეობა ძალიან პოზიტიურია. მოსახლეობა პოზიტიურად არის განწყობილი.მათ მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით შენიშვნები აქვთ, მაგრამ იმედი აქვთ, რომ მათ პრობლემებს სწორედ დღევანდელი ხელისუფლება გადაწყვეტს“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას მალაშხიამ.
მისი თქმით, ამის თქმის საფუძველს მას რეგიონებში მოსახლეობასთან გამართული შეხვედრები აძლევს. დეპუტატი აცხადებს, რომ საქართველოს რამდენიმე რეგიონში გამართა წინასაარჩევნო შეხვედრები და „მაგალითად, სამეგრელოსა და შიდა ქართლში ოპოზიციის მდგომარეობა კატასტროფულია“.