საქართველოს მთავრობის სახელით გულწრფელად ვულოცავ მის უწმინდესობას, ლეო XIV-ს რომის პაპად არჩევას,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში წერს.
მთავრობის მეთაური მას სიძლიერეს, სიბრძნესა და ღვთის წყალობას უსურვებს კათოლიკური ეკლესიის ხელმძღვანელობის წმინდა მისიის შესრულებაში.
"საქართველოს მთავრობის სახელით გულწრფელად ვულოცავ მის უწმინდესობას, ლეო XIV-ს რომის პაპად არჩევას.
ვუსურვებთ მას სიძლიერეს, სიბრძნესა და ღვთის წყალობას კათოლიკური ეკლესიის ხელმძღვანელობის წმინდა მისიის შესრულებაში", - აღნიშნავს პრემიერი.
https://x.com/pm_kobakhidze/status/1920772201105547458?s=46&t=FINhs-QeIxSyJK4aTkreeQ