კოალიცია „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს ხელმძღვანელის ნოდარ ხადურის განცხადებით, ანგარიშების დაყადაღების გამო, პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ მაისურების განბაჟებისთვის თანხას ვერ იხდის , ის იძულებულია თანხა საკუთარი ანგარიშიდან მოხსნას, რათა განბაჟებული მაისურები გამოიტანონ.
„ანგარიშებს ინკასო დაედო და კოალიციაში შემავალი პარტიები პრაქტიკულად ფულადი სახსრების გარეშე დატოვეს. ახლა მივდივარ ბანკ "რესპუბლიკაში", სადაც ჩემი ანგარიშიდან მოვხსნი 330 ლარს, რათა ჩვენი ბრენდირებული მაისურები საბაჟოდან დავიხსნათ",-აცხადებს ხადური.
კოალიცია "ქართულ ოცნებაში" შემავალი პოლიტიკური სუბიექტები, სასამართლომ უკანონო შემოწირულობის განხორციელებისთვის დააჯარიმა. ჯარიმის გადაუხდელობის გამო კი პარტიების ანგარიშებს ყადაღა დაედო და აღსრულების პროცედურა დაიწყო.