საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია(საია) და “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” კოალიცია“ ქართული ოცნების” მიერ 2012 წლის 19 აგვისტოს რუსთავში დაგეგმილი აქციის მიმდინარეობას დააკვირდება.ამის შესახებ ინფორმაცია საიამ ოფიციალური ვებ-გვერდზე, დღეს გაავრცელა.
როგორც ცნობილია, დაკვირვებას ორგანიზაციები წინასაარჩევნო გარემოს გრძელვადიანი მონიტორინგის ფარგლებში ახორციელებენ, რაც პოლიტიკური პარტიების მიერ ორგანიზებულ , საჯარო შეხვედრების მიმდინარეობის, შეკრებებისა და მანიფესტაციების უფლების განხორციელების მონიტორინგს გულისხმობს.
ორგანიზაციის დამკვირვებლები მონიტორინგს გაუწევენ რუსთავში მიმდინარე მოვლენებს, რასაც დაგეგმილი აქციის ორგანიზება და მასში მონაწილე მოქალაქეების მობილიზება-გადაადგილება უკავშირდება.
საია და “სამართლიანი არჩევნები” იმედოვნებენ, რომ აქცია მშვიდობიან გარემოში ჩატარდება, ხოლო სახელმწიფო ორგანოების მიერ უზრუნველყოფილი იქნება შეკრებებისა და მანიფესტაციების კანონმდებლობით დადგენილი გარანტიები.