„ახალი მემარჯვენეების“ თამჯდომარემ დავით გამ,ყრელიძემ და ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ხათუნა კახაძემ დაბა ჩაქვში მოსახლეობას პარტიის საარჩევნო პროგრამა „შეძლებული ოჯახი სოფლად და ქალაქად“ გააცნეს. შეხვედრას, ასევე პარტიის ორი ლიდერი მანანა ნაჭყებია და ლევან კალანდაძეც დაესწრო.
დავით გამყრელიძის თქმით,ქობულეთის რაიონს უზარმაზარი პოტენციალი აქვს აქ მცხოვრები ყველა ოჯახი მართლაც შეძლებულად ცხოვრობდეს. მარტო ტურიზმი და ზღვის ორთვიანი სეზონი ამის გარანტიას ვერ შექმნის. საჭიროა რაიონის თითო სოფელში თითო საწარმო მაინც იყოს და სწორედ ამ მიმართულებით ინვესტიციის ჩადებისთვის ბიზნესის წახალისებას, მცირე ბიზნესის განვითარების სპეციალური ფონდის, სასოფლო ბანკის შექმნას ითვალისწინებს "ახალი მემარჯვენეების" პროგრამა
პარტიის ლიდერებმა მოსახლეობას, პროგრამის განხორციელების შემთხვევაში, სოფლადაც და ქალაქადაც შემოსავლის სტაბილური წყარო და ცხოვრების ღირსეული პირობების შექმნის პირობა მისცეს.
"ახალი მემარჯვენეების" ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა კი ,ამომრჩეველს აქტიურობისა და "ახალი მემარჯვენეების" მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
"ქობულეთელებმა იციან,თუ რას ნიშნავს შეძლებული ოჯახი და ისიც იციან, რომ "ახალ მემარჯვენეებს" ამ პროგრამის განხორციელების უნარი და ცოდნა გვაქვს. ჩვენ გვჭირდება თქვენი მხარდაჭერა, რომ პარლამენტში მომავალი 4 წლის განმავლობაში ეს პრიორიტეტები რელურად გავატაროთ ცხოვრებაში", - განაცხადა ხათუნა კახაძემ.