კინომანების ინტერნეტ პორტალმა moviefancentral.com, ვებ-გვერდის მომხმარებელთა გამოკითხვის საფუძველზე თანამედროვე ამერიკული კინემატოგრაფის ყველაზე სექსუალური მამაკაცი მსახიობების რეიტინგი შეადგინა, სადაც პირველი ადგილი მსახიობმა რობერტ დაუნი უმცროსმა დაიკავა. რობერტმა გასული წლის ლიდერი, კრისტიან ბეილი ჩაანაცვლა და გაიმარჯვა შემდეგ კატეგორიებში: „40 წელს გადაცილებული ყველაზე სექსუალური მამაკაცი“ და „ყველაზე სექსუალური მაგარი ბიჭი“. რეიტინგში მან დაჩრდილა ისეთი მსახიობები, როგორებიც არიან: დენიელ კრეიგი, ჯორჯ კლუნი და ჰიუ ჯეკმანი.
გამოკითხვა ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა და მისი მონაწილეები ხმას შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით აძლევდნენ: ყველაზე სექსუალური ღიმილი, თვალები, სხეული, ხმა, თმა და წვერი. სიაში მოხვდნენ ჰიუ ჯეკმანი, კტიდ რვანსი, რაიან გოსლინგი, ლიამ ნისონი, პოლ რადი და კრის კოლფერი. აღმოჩნდა, რომ „ყველაზე სექსუალური გამოხედვა“ კრის პეინს აქვს, „ყველაზე დაუფასებელ სიმპათიურ მამაკაცად"კი ტომ ჰარდი აღიარეს.