კოალიცია "ქართულმა ოცნებამ" ბათუმში აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დაასახელა.
კერძოდ, ხულოში კოალიციის კანდიდატი იქნება ამირან მამულაძე; შუახევში - ჯემალ ფუტკარაძე; ქედაში - ნოდარ ძნელაძე; ხელვაჩაურში - თემურ კახიძე; ქობულეთში - ანზორ თხილაიშვილი; ბათუმში - აკაკი ძნელაძე.
კანდიდატები კოალიციის ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა პირადად წარადგინა.
აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები, საპარლამენტო არჩევნების პარალელურად, 1-ელ ოქტომბერს გაიმართება.