„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დღეს რაჭა-ლეჩხუმში მაჟორიტარ კანდიდატებს წარადგენს.
ამბროლაურის, ონის, ცაგერისა და ლენტეხის მაჟორიტარობის კანდიდატებს პარლამენტის თავმდჯომარე დავით ბაქრაძე წარადგენს.
ონში კენჭს ვალერიან გავაშელი იყრის, ამბროლაურში - მოქმედი მაჟორიტარი გოჩა ენუქიძე, ლენტეხში მოქმედი დეპუტატი გოგი ლიპარტელიანი, ხოლო ცაგერში სერგო ხაბულიანი, რომელის სახელი კომპანია „ცეკურს“ უკავშირდება.