პროფესიულ კრივში მსოფლიო ჩემპიონი ლევან ჯომარდაშვილი ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ზეწოლაზე საუბრობს. ჯომარდაშვილის განცხადებით,მას კარალეთის ინციდენტამდე უბნის რწუმენულმა სახელისუფლო პარტიის მხარდაჭერა სთხოვა. რამდენიმე დღეში კი მისი ძმა დაიჭირეს. ჯომარდაშვილი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია და ძმის დაპატიმრებასაც სწორედ ამას უკავშირებს.
„როგორც კი გავხდი მსოფლიო ჩემპიონი, საქართველში ჩამოვედი და კოალიციის წევრი გავხდი. მას შემდეგ არის ჩემზე ზეწოლები, მუქარები. როდესაც მე გავწევრიანდი, მესამე თუ მეოთხე დღეს ჩემი ძმა დაიჭირეს სისულელის გამო, ამის მოწმე მთელი უბანია, ყველა დაადასტურებს რომ, იმ დროს როცა რაღაც მოხდა, ჩემი ძმა ვარიანში იყო. თუ ვცხოვრობთ დემოკრატიულ საქართველში, მაშინ სპორტსმენსაც აქვს უფლება ვინმესადმი სიმპატია გამოხატოს. მე ბოლომდე დავუჭერ მხარს ბიძინა ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას.არ მეშინია, რითიც უნდა დამაშინონ“,-აცხადებს ჯომარდაშვილი ინფო9-ს ჟურნალისტებთან საუბრისას.