დღეს ახალციხეში რაბათის ციხის გახსნა იგეგმება. ღონისძიებაში მონაწილეობას სომხური წარმოშობის ფრანგი მომღერალი შარლ აზნავური იმღერებს. იგი საკუთარ მუსიკალურ ჯგუფთან ერთად რამდენიმე ცნობილ მუსიკალურ ნაწარმოებს შეასრულებს.
შარლ აზნავური საქართევლში გუშინ ჩამოფრინდა. სასტუმრო "თბილისი მერიოტში" სომხური დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა. ამის შემდეგ მომღერალი ავლაბარში სომხურ ეკლესიას ესტუმრა, სადაც მის დასახვედრად უამრავი თაყვანისმცემელი იყო შეკრებილი. მომღერალი ეკლესიის წინამძღვართან შეხვედრის შემდეგ სომხური კულტურის ცენტრს ესტუმრა.
შარლ აზნავურის საქართველოში ჩამოსვლას და რაბათის ციხის გახსნაში მონაწილეობის მღებას სომხეთის წარმომადგენლების ნაწილის მხრიდან, უარყოფითი რეაქცია მოჰყვა. ორგანიზაციებმა "სამცხე-ჯავახკიმ" და "ქვემო ქართლმა" ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს ხელისუფლება ახალციხეში თურქულ მეჩეთს აშენებს, თუმცა ამავდროულად ის სომეხი ახალციხელების მოთხოვნას სურბ ნშანის სომხური ეკლესიისთვის დაბრუნების თაობაზე იგნორირებას უკეთებს, სომხური ეკლესიები და სხვა სომხური ძეგლები კი საქართველოს ტერიტორიაზე ნგრევას განიცდიან. ამ ღონისძიებაში მონაწილეობით, შარლ აზნავური საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ჯავახი სომხების უფლებების შელახვის პოლიტიკას გაამყარებს. ორგანიზაციების წარმომადგენლები აზნავურს მოუწოდებენ დაგეგმილ ღონისძიებებში მონაწილეობაზე უარი თქვას და საქართველოს ხელისუფლების წინაშე სომხური დიასპორის პრობლემები საჯაროდ დააყენოს.