ეპატაჟური ლედი გაგა ჩვეულ ფორმაშია, ის ისევ აგრძელებს გულშემატკივრებისთვის სასიამოვნო სიურპრიზების გაკეთებასა და მათ შოკში ჩაგდებას. ხან უცნაური, სეზონისთვის შეუფერებელი ჩაცმულობით (ცოტა ხნის წინ, ის ზამთრის ქურქით დადიოდა) ხან კი, პირიქით ვულგარული სიშიშვლით (პაპარაცებმა ის ქუჩაში კაბის გარეშე გადაიღეს), ამჯერად მომღერალმა ახალი ალბომის სახელწოდება საკმაოდ ორიგინალური ფორმით გაამხილა. გაგამ არც მეტი, არც ნაკლები ახალი სტუდიური ჩანაწერის სახელი "ARTPOP" მარჯვენა ხელზე ამოისვირინგა. ალბომი 2013 წელს გამოვა და მისი სახელწოდება დიდი ასოებით იწერება.
ამ დროისთვის ლედი გაგა გასტროლებზე იმყოფება, 2011 წელს გამოსული ალბომის Born This Way მხარდამჭერი მსოფლიო ტურნის ფარგლებში. ჟურნალისტები აღნიშნავენ, რომ მომღერალი, ყველგან სადაც ორ თავისუფალ წუთს მაინც გამონახავს, ახალი ალბომის რეკლამას აკეთებს.