გორდულაძე: „დიფ სთეითს“ არ სურს ჩვენს ქვეყანაში არსებობდეს ეროვნული ხელისუფლება, უნდათ, რომ ხელისუფლებაში იყვნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც 2004-2012 წლებში იყვნენ - სხვის დაკრულზე მოცეკვავე

გორდულაძე: „დიფ სთეითს“ არ სურს ჩვენს ქვეყანაში არსებობდეს ეროვნული ხელისუფლება, უნდათ, რომ ხელისუფლებაში იყვნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც 2004-2012 წლებში იყვნენ - სხვის დაკრულზე მოცეკვავე

როდესაც ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი საუბრობს დიფ სთეითის შესახებ, კიდევ ერთხელ დადასტურებულ ფაქტად შეგვიძლია მივიჩნიოთ, რომ დიფ სთეითი სავსებით რეალურია. ახლა ქილიკით რომ საუბრობენ ზოგიერთები კოლექტიურ ნაცმოძრაობაში, რეალურად ამავე დიფ სთეითის მართული ადამიანები, აგენტურის წარმომადგენლები ისევ და ისევ საზოგადოების მოსატყუებლად, ახლა რაღას იტყვიან, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის უფროსი და იტყუება?, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილ გორდულაძემ გადაცემაში „დღის ქრონიკა“. დეპუტატი გამოეხმაურა ტულსი გაბარდის განცხადებას, რომლის თანახმად, დონალდ ტრამპის წინააღმდეგ დანაშაული „დიპ სტეიტის“ დავალებით ჩაიდინეს.

„თუ რა შეიძლება გააკეთოს პატარა, მაგრამ ძალიან ამაყმა ერმა, ქართველმა ხალხმა, ეს არის ის, რომ ყოველთვის ისაუბროს სიმართლე და ყოველთვის მიაწოდოს საზოგადოებას ინფორმაცია, თუ რა ხდება ჩვენი ქვეყნის თავს, რა ხდება ჩვენი ქვეყნის გარშემო, განსაკუთრებით იმ რეგიონში, რომელთა მიმართაც არსებობს განსაკუთრებული ინტერესები. ჩვენ ამ დეზინფორმაციულ კამპანიას უნდა დავუპირისპიროთ მხოლოდ და მხოლოდ სიმართლე და არაფერი სიმართლის გარდა.

განსაკუთრებული შემთხვევები გვაქვს რა თქმა უნდა როდესაც ახლოვდება ხოლმე წინასაარჩევნო კამპანიები. როდესაც საჭიროა დიფ სთეითის მართული ადამიანების მხრიდან, რომ აიწიოს დუღილის ტემპერატურა, ვხედავთ უცხოური სახელი და გვარის მქონე მაღალი თანამდებობის პირების განცხადებებს, მათ გააქტიურებას, მათ შორის დიპლომატების ჩართულობას ჩვენი ქვეყნის პოლიტიკაში, რაც საერთოდ რომელ კონვენციაში, რა ლოგიკაში ჯდება - კაცმა არ იცის. ჩვენ გვყავს სამწუხაროდ დიპლომატებად წოდებული თანამდებობაზე გამწესებული ადამიანები, რომლებიც გადაქცეულები არიან კოლექტიური ნაცმოძრაობის აპოლოგეტებად. ეს ყველაფერი კეთდება იმიტომ, რომ მავანს, ანუ დიფ სთეითს არ აქვს სურვილი რომ ჩვენს ქვეყანაში არსებობდეს ეროვნული ხელისუფლება, ხელისუფლება რომელიც დავალებას მხოლოდ და მხოლოდ ქართველი ხალხისგან იღებს და ხელისუფლება უნდა იყოს ისეთი, როგორიც წარსულში გვახსოვს - 2004-2012 წლებში - სხვის დაკრულზე მოცეკვავე, გარედან მიღებული დავალებების შემსრულებელი ადამიანები, რომლებიც ახლაც ანალოგიურად აგრძელებენ და ზუსტად ამ აგენტურის წარმომადგენლები უნდა მოვიდნენ ხელისუფლებაში, რომ შეასრულონ დიფ სთეითისგან მიღებული დავალება, ჩვენს ქვეყანაში მეორე ფრონტის არსებობის შესახებ. ამას ვერ ეღირსებიან მანამ საქართველოში ქართველი ხალხი და საქართველოს ხელისუფლება ერთ მუშტად და ერთ გუნდად იქნება შეკრული. ზუსტად ამიტომ ცდილობენ პრორუსულობის იარლიყის მიწებებას. ყველა ქვეყანაში ხელისუფლების წარმომადგენელი, ან ადამიანი, რომელსაც უნდა, რომ ხელისუფლებაში მოვიდეს, რომელიც არ აწყობს და ხელს არ აძლევს დიფ სთეითს, ყოველთვის ხდება მსხვერპლი დეზინფორმაციული კამპანიისა, რომელიც კარგად იყო აპრობირებული ბოლშევიკურ საბჭოთა კავშირში, ნაცისტურ და ფაშისტურ ევროპაში წლების წინ, რომელზედაც ყველამ ერთად უარი ვთქვით. საბოლოო ჯამში არავითარი საფუძველი, არავითარი მტკიცებულება არ არის. არავითარი პრო, ჩვენს ქვეყანაში არსებობს მხოლოდ აზროვნებით, შეგნებით, შეგრძნებით ყველანაირად ქართული და მხოლოდ და მხოლოდ ქართული საქმის მკეთებელი“, - აცხადებს გორდულაძე.

აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორი, 2016 წლის არჩევნების დროს რუსეთის ჩარევის შესახებ ბრალდებების გამო ბარაკ ობამას და სხვა პიროვნებათა დასჯას ითხოვს. ტულსი გაბარდი აცხადებს, რომ ტრამპის წინააღმდეგ დანაშაული „დიპ სტეიტის“ დავალებით ჩაიდინეს.