კახა კუკავა: ამ ბრძანების გამცემნი, დამბეჭდავებიც და დამქსეროქსებლებიც, მინუმიმ თხუთმეტი წლით მოხვდებიან ციხეებში

კახა კუკავა: ამ ბრძანების გამცემნი, დამბეჭდავებიც და დამქსეროქსებლებიც, მინუმიმ თხუთმეტი წლით მოხვდებიან ციხეებში

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 6 აგვისტოს მიერ გამოცემული ბრძანების თანახმად, წინასაარჩევნო რეკლამისათვის საეთერო დროის ან/და გაზეთის ფართობის შესყიდვისთვის პოლიტიკურ პარტიებს წინასწარი ანგარიშსწორების განხორციელება დაევალათ.

„თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი კახა კუკავა from.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ სახელმწიფო აუდიტის მიერ გამოცემული ეს ბრძანება სისხლის სამართლის დანაშაულია, ხოლო სახელმწიფო აუდიტის თანამშრომლებისთვის საქართველოს ახალი გენერალური პროკურორის ბლანკზე  გამოცემული ბრძანება უკვე გამზადებულია, რომელსაც 2 ოქტომბერს მოეწერება ხელი.

ეს ჩვენი პარტიის ბიუჯეტზე, რა თქმა უნდა მძიმედ აისახება. თუმცა, სახელმწიფო აუდიტის სამსახურში პატარა ტვინის ადამიანები არიან და არ იციან, რომ  ასეთი კანონებით ისტორიის შეცვლა ვერ ხერხდება. ეს ბრძანება სისხლის სამართლის დანაშაულია- ეს არის არჩევნების უფლების ხელყოფა. საქართველოს კონსტიტუციის პირველივე მუხლში, პრეამბულაში მითითებულია, რომ ხელისუფლება საქართველოში ქართველ ხალხს ეკუთვნის და ამ უფლების შეზღუდვის ნებისმიერი მცდელობა, სისხლის სამართლის განსაკუთრებით მძიმე სახელმწიფო დანაშაულია.  ჩვენ მომავალ კვირას გამოვაქვეყნებთ ნუსხას სახელმწიფო აუდიტის თანამშრომლების, ვინც აუცილებლად იქნებიან დაპატიმრებულები. მათ კარგად დაათვალიერონ არამარტო თავისი, არამედ ჩვენს მიერ გამოცემული ბრძანებებიც,რომელიც გენერალური პროკურორის ბლანკზე დაიბეჭდება და რომელსაც მხოლოდ ხელი ექნება მოსაწერი 2 ოქტომბერს საქართველოს ახალი გენერალური პროკურორის მიერ. 

რაც შეეხება, თანხების გადახდას, მარტო ჩვენი პარტიისთვის ყოველდღიური მინიმალური თანხა, არ ვლაპარაკობ ივანიშვილისა და სააკაშვილის პარტიებზე, 50 000 ლარს შეადგენს, თვეში ეს მილიონნახევარი ლარი გამოდის. ჩვენს რეალურ პირობებში, ძალიან ბევრი პარტიისთვის ეს კატასტროფული ციფრია და ერთ დღეში მისი დასმა რაიმე ანგარიშზე შეუძლებელია. ჩვენ მოვძებნით ამ საშუალებებს და თანხებს, მაგრამ მინდა განვაცხადო, რომ ეს ბრძანებები ვერაფერს ვერ შეცვლის, გარდა იმის, რომ ამ ბრძანების გამცემნი, დამბეჭდავებიც და დამქსეროქსებლებიც მინუმიმ თხუთხმეტი წლით მოხვდებიან ციხეებში“,-აცხადებს კუკავა.