ამერიკულმა კოსმოსურმა კვლევის სააგენტო NASA-მ მარსზე გადაღებული სურათების ახალი სერია გამოაქვეყნა, მათ შორისაა კრატერ გეილას სურათებიც, რომლის მახლობლადაც დაეშვა აპარატი.
სააგენტოს მკვლევარების პირველი შთაბეჭდილებით, მარსი ძალიან წააგავს დედამიწას.
„ Curiosity-ის დახმარებით, თითქოს ჩვენ ვიყავით პლანეტაზე. გადაღებული კადრებიდან ვრწმუნდებით, რომ მთები, პირამიდისებური თავწაკვეთილი მთის გორები ძალიან წააგავს მოჰავეს უდაბნოს. მშვენიერია! შესაძლებელია ვივარაუდოთ, რომ მარსზე შეიძლება თავი ისე იგრძნო, როგორც დედამიწაზე“,-განაცხადა მეცნიერმა ჯონ გროტცინგერმა.